Tuesday, June 21, 2016

        21.06.16                                                         რეფლექსია

ტრენინგი  დავიწყეთ  შესწავლილი  მასალის  გამეორებით .   გავიხსენეთ როგორ   უნდა  შევქმნათ  კითხვარი,  აღვნიშნეთ  რა  იყო  მნიშვნელოვანი  ამ ტრენინგში.  მოვისმინეთ თითოეული  მონაწილის  პრეზენტაცია.
დიდი  მადლობა  ქ-ნ მანანას  გაწეული მუშაობისათვის.

Monday, June 20, 2016

     20.06.16.                                                      რეფლექსია



        დავასრულეთ  გეგმები,  გადავხედეთ  პორტფოლიოს,       გავაკეთეთ ჩანიშვნები,  შევქმენით ონლაინ-კითხვარი.   შეფასების  კრიტერიუმებს  მივანიჭეთ  წონა     ფასილიტაციისთვის შევქმენით  კითხვარი  და  დავდეთ  ბლოგზე.

Friday, June 17, 2016

        17.06.16                                                 რეფლექსია 7


 მოვისმინეთ  ერთმანეთის  დაწერილი  პროცედურები.       გავეცანით   პრეზენტაციას    გარდნერის  მრავალმხრივი ინტელექტის  თეორიის  შესახებ. შევქმენით  ხარაჩო.  დავათვალიერეთ  რესურსები   ,, მოსწავლეთა  მხარდაჭერა''  და  მოვარგეთ  პროექტს.

Thursday, June 16, 2016

           16.06.16                                               რეფლექსია

ტრენინგზე  ვისწავლეთ  მოსწავლის  ნაშრომის  ჩაშენება ბლოგზე.  შევქმენით ფეიჯები,  ჩამოვწერეთ  კრიტერიუმები  და ინდიკატორები  მოსწავლის  ნაშრომის  შეფასების  რუბრიკისათვის.

Wednesday, June 15, 2016

                                                                რეფლექსია  5
8.06.16
     
დღევანდელი დღე დავიწყეთ მეგობრების ბლოგებზე კომენტარების გაკეთებით,გავიგეთ როგორი უნდა იყოს ეფექტური კომენტარი. კომენტარი არ უნდა დავიწყოთ სიტყვებით ,,მე ვფიქრობ" რადგან ასეთი კომენტარი იქნება შეფასებითი . კურსის რესურსებში მოვძებნეთ საავტორო უფლებების პრეზენტაცია  და გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის წესებს. შევქმენით დოკუმენტი ,, გამოყენებული ლიტერატურა" . გადმოვწერეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტისთვის და შექმნილ ფაილში მივუთითეთ მოძიებული ინფორმაციის საიტების მისამართები. ამის შემდეგ ამოვწერეთ ჩვენი პროექტის მიზნები და დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომის შექმნა. ერთ-ერთი მიზანი წარმოადგენდა პრეზენტაციის შექმნას , შევქმენით პრეზენტაცია საკუთარ პროექტზე , მის შესაქმნელად გამოვიყენეთ წინა დღეებში მიღებული ცოდნა: გადმოწერილი ფოტოები და მოძიებული ინფორმაციები.,გამოყენებული  ლიტერატურის''  ფაილში  შევინახეთ  რამოდენიმე  საიტის  სათაური.  გადმოვწერეთ  სურათები, რომელიც  შევინახეთ ,,აუდიო,  ვიდეო''  საქაღალდეში.




                                                                                                                ნ. ქლიბაძე

Tuesday, June 7, 2016

                                                                   რეფლექსია
7.06.16
ტრენინგი  დავიწყეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდების განხილვით, კერძოდ  განმავითარებელი  და  განმსაზღვრული  შეფასებები.განვიხილეთ მეორე მოდულის 3 აქტივობაში- ხუთი მიზანი.პროექტის  სხვადასხვა  ეტაპზე  შევარჩიეთ  შეფასების მეთოდი და  ინსტრუმენტი,  რომელსაც  გამოვიყენებთ  მოსწავლეთა  შეფასებისთვის.   ავირჩიეთ  მოსწავლეთა  წინარე  ცოდნისა და  საჭიროების  შეფასების  სტრატეგიებიდან  ერთ-ერთი  (ვიცი-მინდა  ვიცოდე-ვისწავლე) სასწავლო  პროექტის  გეგმაში  შევავსეთ პროექტის  მსვლელობის ეტაპები. შევავსეთ  შეფასების  მოკლე  შინაარსი.

Wednesday, June 1, 2016

                                                       რეფლექსია  2

ტრენინგი  დავიწყეთ  ბლუმის  ტაქსონომიის შედარებით.    ჩვენი პროექტის  ინდიკატორებთან.  მოვძებნეთ საერთო  შინაარსის  მქონე  სიტყვები,  რომლებიც  მაღალ  სააზროვნო  უნარებს  მოითხოვს.ინდიკატორებზე  დაყრდნობით  დავწერეთ პროექტის  სასწავლო  მიზნები,  რომლებიც ექვემდებარება  შეფასებას.გავეცანით  მეორე  მოდულის   მეორე  აქტივობაში  მოცემულ  მიმართულების მიმცემ  საკვანძო კითხვებს  და  გავარჩიეთ,  თუ  რაში  გვეხმარება  ზოგადი  კითხვები  მასწავლებლებს  და  მოსწავლეებს.  ავღნიშნეთ, რომ  თემატური  კითხვები  აკონკრეტებს  თემას  და  ეხმარება  მოსწავლეებს  პასუხის  გაცემაში.  ჩვენ  პროექტს  მოვარგეთ  ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები.

Tuesday, May 31, 2016

                                                                 რეფლექსია
31.05.16


    მოვისმინეთ   ერთმანეთის  პროექტის  იდეები  და  დავიწყეთ  პროექტის   შაბლონის   შედგენა.   შევედით  ეროვნულ    სასწავლო გეგმის  პორტალზე  და   შევარჩიეთ  სტანდარტები  და  შედეგები  პროექტისთვის  მაღალი  სააზროვნო  უნარები,  რასაც  შევაფასებ.  გავეცანით  პორტფოლიოს  ჩეკლისტს,  რომელიც  განსაზღვრავს თუ  რომელი  დოკუმენტები  უნდა  განვიხილოთ  პროექტის  შესაქმნელად, პორტფოლიოს შეფასების  რუბრიკას და  პროექტის   მახასიათებლების  ჩეკლისტს.