რეფლექსია 2
ტრენინგი დავიწყეთ ბლუმის ტაქსონომიის შედარებით. ჩვენი პროექტის ინდიკატორებთან. მოვძებნეთ საერთო შინაარსის მქონე სიტყვები, რომლებიც მაღალ სააზროვნო უნარებს მოითხოვს.ინდიკატორებზე დაყრდნობით დავწერეთ პროექტის სასწავლო მიზნები, რომლებიც ექვემდებარება შეფასებას.გავეცანით მეორე მოდულის მეორე აქტივობაში მოცემულ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და გავარჩიეთ, თუ რაში გვეხმარება ზოგადი კითხვები მასწავლებლებს და მოსწავლეებს. ავღნიშნეთ, რომ თემატური კითხვები აკონკრეტებს თემას და ეხმარება მოსწავლეებს პასუხის გაცემაში. ჩვენ პროექტს მოვარგეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
No comments:
Post a Comment